იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მესამე ტაძარში უფლის საფლავზე საქართველოს დროით 15:18 წუთზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:22 გამოდმოვიდა.
მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, მათ შორის – ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმაც. იგი წმინდა საფლაზე არა საკუთარ სამოსელით, არამედ სპეცალური კვართით შევიდა, რომელიც მან ტაძარში შევლის შემდეგ ჩაიცვა, უშუალოდ მაცხოვრის საფლავზე შესვლის წინ. თეოფილე მესამემ საფლავთან სპეციალური ლოცვა წაიკითხა, რის შემდეგაც ზეციური ცეცხლი საფლავზე აინთო.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ მთელს მსოფლიოში გაავრცელებენ.
ცეცხლის გარდამოსვლას ქართველი მართლმადიდებლებიც დაესწრნენ. წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ.
იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარი-ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქრისტეს ჯვარცმის ადგილს გოლგოთის მთაზე, როტუნდას-არქიტექტურულ სტრუქტურას უზარმაზარი გუმბათით, სამლოცველოს-რომელიც მდებარეობს იმ მღვიმის თავზე, სადაც იყო დასვენებული იესო ქრისტეს სხეული, საკათედრო ტაძარს იერუსალიმის პატრიარქისას, მიწისქვეშა ტაძარს, წმინდა ელენეს სახელობის ტაძარს და რამდენიმე პატარა სამლოცველს. მაცხოვრის საფლავის ტაძრის ტერიტორიაზე არის რამოდენიმე მოქმედი მონასტერი, რომელიც მოიცავს ბევრ დამხმარე ნაგებობებს, გალერეას.
მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველდ წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტონიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრირქი ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.