Skip to Content

მალე ეკრანებზე: მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში CIA-ს აგენტის როლს თამაშობს

მალე ეკრანებზე: მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში CIA-ს აგენტის როლს თამაშობს

Be First!

ქართველი მსახიობი განაგრძობს წარმატებულ გადაღებებს დასავლეთის სერიალებში, ჯერი „ბერლინის განყოფილებაზეა”.

სატელევიზიო სერიალი „ბერლინის განყოფილება”, რომელშიც ერთ-ერთ როლს ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს, 31 ოქტომბრიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავა.

„ბერლინის განყოფილება” (Berlin Station) ტელეარხ Epix-ის ამერიკული ტელესერიალია, რომელიც მოგვითხრობს ბერლინში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) განყოფილების მუშაობაზე.

პირველი სეზონის პრემიერა 2016 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა. იმავე წლის ნოემბერში ტელეარხმა სერიალი გააგრძელა. მესამე სეზონის შესახებ 2017 წლის დეკემბერში გამოაცხადეს. აშშ-ის ეკრანებზე ის 2018 წლის 3 დეკემბერს გამოჩნდება.

სერიალში, მერაბ ნინიძის გარდა, რომელიც CIA-ს აგენტის ალექსანდრე იოსავას როლს ასრულებს, თამაშობენ ცნობილი მსახიობები რის ივანსი, ეშლი ჯადი, რიჩარდ არმიტიჯი, ლილენდ ორსერი, რიჩარდ ჯენკინსი, მიშელ ფორბსი და სხვ.

მერაბ ნინიძე ცნობილი ქართველი მსახიობია, რომელმაც მაყურებლის აღიარება მოიპოვა როლების შემდეგ ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მონანიება”, „ქაღალდის ჯარისკაცი”, „მთვარე მამა”, „არსად აფრიკაში”.

მერაბ ნინიძის მონაწილეობით ერთ-ერთი ბოლო რეიტინგული სერიალია „მაკმაფია”.

 

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*