Skip to Content

მანანა ბერიკაშვილი პოლონეთის სეიმის პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

მანანა ბერიკაშვილი პოლონეთის სეიმის პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

Be First!

8 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს უმასპინძლა.

იხილეთ ფოტოგალერეა

შეხვედრას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის, კულტურის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო, ზიარი კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, შესწავლისა და დაცვის საკითხებს. პოლონეთის სეიმის პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების საქართველოში ვიზიტი სოფელ ბაკურციხეში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სახლ-მუზეუმის გახსნას უკავშირდება. მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრისას სეიმის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული სახლ-მუზეუმი პოლონელი ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცევა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*