Skip to Content

მიგელ დე უნამუნო

მიგელ დე უნამუნო

Be First!
  1. რაც უფრო ავმაღლდებით, მით უფრო ამაღლდება ეს სამყარო.

  2. როცა კი რამე მტკენია, კიდეც მიყვირია და მიყვირია საჯაროდ.
  3. ადამიანი შესაძლებლობების მწვერვალს მაშინ აღწევს, როცა მიუღწეველს უმიზნებს.
  4. არსებობს სამი ტიპის ადამიანი, ერთნი ჯერ ფიქრობენ და მერე აკეთებენ; ასეთები ფრთხილები არიან, მეორენი არ ფიქრობენ, ისე აკეთებენ; ასეთები გაბედული ადამიანები არიან, მესამენი აკეთებენ და ფიქრობენ ერთდროულად, ანუ ფიქრობენ იმაზე, რასაც აკეთებენ და აკეთებენ იმას, რაზეც ფიქრობენ; ასეთები ძლიერი ადამიანები არიან.
  5. ქალის დამცირება მხოლოდ ცხოვრებისაგან შეურაცხყოფილ მამაკაცს ძალუძს.
  6. უნდა იცხოვრო, რათა გიყვარდეს. დიახ, უნდა გიყვარდეს, რომ იცხოვრო.
  7.  ყველანი პერსონაჟები ვართ, ნიღბები, კომიკოსები! არც ერთი ისე არ იტანჯება ან უხარია, როგორც ამბობს და გამოხატავს!
  8. ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.
  9. ერასოდეს ვერავინ დამარწმუნა, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ ვერც მისი არარსებობა დამაჯერა ვინმემ გონივრულად. ათეისტების აზრები კიდევ უფრო ზერელე და უნიადაგო მეჩვენება, ვიდრე მათი მოპაექრეებისა და თუ მე მაინც მწამს ღმერთი, ანდა ყოველ შემთხვევაში, მწამს მისი რწმენა, ყველაზე უფრო იმიტომ მწამს, რომ თავად მე მინდა ღმერთი არსებობდეს და მერე კიდევ იმიტომაც, რომ მე მას ვჭვრეტ გულით, იგი გაცხადებულია სახარებაში და ისტორიაში, თუმცა, ბოლოსდაბოლოს, ეს მაინც გულიდან მოდის.
  10. ეჭვიანობა ყეყეჩების საქმეა. მარტო ყეყეჩები შეიძლება იყვნენ ეჭვიანები, რადგან მარტო ასეთებს ღალატობენ ცოლები.
  11. ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა და ზოგჯერ-რამდენიმე სამყაროც კი.
  12. არ არსებობს აზრი, არსებობენ მოაზროვნენი.

ფელიქს დე უნამუნოსა და სალომე იუგოს ვაჟი მიგელი ბილბაოს შუასაუკუნოვან ცენტრში, ბასკეთში დაიბადა. სიჭაბუკეში ბასკურმა ენამ დააინტერესა, შემდეგ ფილოსოფიამ, პოეზიამ, ნოველამ, დრამამ…

სამწერლო საქმიანობას უნამუნო ესპანეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს უხამებდა. ის სალამანკას უნივერსიტეტის რექტორად ორჯერ იქნა არჩეული .  ამ დროს ესპანეთში დიდი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობდა. უნამუნო რექტორის პოსტიდან 1924 წელს მთავრობამ გადააყენა. ის 1930 წლამდე დევნილობაში ცხოვრობდა ფუერტევენტურაში (კანარის კუნძულები), საიდანაც საფრანგეთს შეაფარა თავი. უნამუნო სამშობლოში გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატორობის დასასრულს დაბრუნდა და რექტორის თანამდებობაც დაიბრუნა.

გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტში დაბრუნების დღეს ლექციის დასაწყისში უნამუნოს თავისი გამოსვლა ამ ფრაზით დაუწყია : „როგორც გუშინ ვამბობდით…“.

1898 წელს, სამი წლის ვაჟის მენინჰიტის ინფექციით გარდაცვალებით გამოწვეული რელიგიური კრიზისის შემდეგ,  უნამუნო ფილოსოფიური კონცეფციის შემუშავებას შეუდგა. დიდი გავლენა იქონია მასზე წმინდა ავგუსტინის შემოქმედებამ და იდეებმა, დაეწაფა შუასაუკუნეების ესპანელ მისტკოსებს, გატაცებით კითხულობდა ბ.პასკალსა და ს. კერკეგორას.  ტექსტების ორიგინალში საკითხავად, მან დანიურიც კი შეისწავლა .

ვაჟის დაღუპვა დონ მიგელმა აღიქვა როგორც მსოფლიო ტრაგედია.  1897 წლიდან მოყოლებული მის შემოქმედებაში შეინიშნება განუწყვეტელი ფიქრი რწმენასა და ურწმუნობაზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე. უნამუნოს  ყველა ტექსტს ტრაგიკული ნოტა გასდევს.

მწერალი  ღმერთის იდეას როგორც პირადი უკვდავების გარანტიას აღიქვამდა. უკვდავების რწმენის შენარჩუნების სურვილმა და ამავდროულად რელიგიურ ჭეშმარიტებებში დაეჭვებამ განსაზღვრა უნამუნოს მისწრაფება ე.წ. „კიჰოტიზმისკენ“. უნამუნოს ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა  პიროვნების სულიერი ცხოვრებაა.

უნამუნოს მიერ არის „აგონიის“ ცნება შემუშავებული, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებლობით არის გამოწვეული. („ხალხისა და ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკული შეგრძნების შესახებ 1913“, „ქრისტიანობის აგონია“ 1924).

მიგელ დე უნამუნოს შესახებ აუდიო-გადაცემის მოსმენა შეგძლიათ შემდეგ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9Zq60OOcxpg&t=1714s

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*