Skip to Content

მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

მიხეილ გიორგაძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

Be First!

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულებას, მათი მდგომარეობის ადგილზე გაცნობის, შეფასებისა და ასევე, ძეგლების სარეაბილიტაციო საკონსერვაციო სამუშაოებში, ქართული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

20-22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით, ამჯერად, სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად მოინახულა სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი შეხვდა სომეხ კოლეგას. შეხვედრის დროს, მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით. ასევე შედგა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და სომხეთში, კოლეგა ინსტიტუციის წარმომადგენლების შეხვედრა, ორ ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებისა და საბოლოოდ შეჯერების მიზნით.

ქართული მხარის ვიზიტი ერევანში, სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხა. დელეგაცია ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა, მრავალფეროვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრო. მათ შორის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამის „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს’’ პრეზენტაცია სომხეთში – პროექტი გულისხმობს სხვადასხვა თემატური გაკვეთილების ციკლს, რომლის მიზანიცაა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია სომეხ მოზარდებს შორის და მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და სომხეთის კულტურის მინისტრებმა ერევანში დიდი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრის „მტირალა ჯოკონდას” ინსტალაცია გახსნეს. ინსტალაციის ავტორი დიზაინერი არამ ნიკოლიანია.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*