Skip to Content

მინისტრის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტისთვის თურქეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

მინისტრის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტისთვის თურქეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

Be First!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის პრემიერისა და 7 მინისტრის ვიზიტს საქართველოში უპრეცედენტო უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა.

“უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღეს საღამოს საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩავიდა. მასთან ერთად ქვეყანაში 7 მინისტრიც ჩამოფრინდა. ხვალ თურქეთისა და საქართველოს პრემიერების შეხვედრა შედგება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*