Skip to Content

მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი” – Black Sea Arena-ს სცენაზე

მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი” – Black Sea Arena-ს სცენაზე

Be First!

მიუზიკლი, რომელსაც სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში წარმოადგენენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.

ლეგენდარული ანსამბლი „ივერიის” ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი” შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე 28 აგვისტოს იქნება წარმოდგენილი, იუწყებიან ორგანიზატორები.

ეს ქართული მიუზიკლის კავკასიის მასშტაბით ასეთ დიდ სცენაზე წარმოდგენის პირველი შემთხვევა იქნება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, „ჩხიკვთა ქორწილი” 40 წლის განმავლობაში თითქმის 800-ჯერ იყო წარმატებით წარმოდგენილი. ალექსანდრე ბასილაიასა და ჯემალ ბაღაშვილის სპექტაკლმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა! ღონისძიება, რომელზეც შეგიძლიათ ოჯახთან ერთად წახვიდეთ და მიიწვიოთ თქვენი უცხოელი მეგობრები, ალექსანდრე ბასილაიას უკვე კლასიკად ქცეული ცნობილი კომპოზიციები, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში მღერიან…”, — ნათქვამია მიუზიკლის ანონსში.

მიუზიკლში როლებს ასრულებენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ჯემალ ბაღაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვები.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი „ჩხიკვთა ქორწილის” მუსიკის ავტორია ალექსანდრე ბასილაია, ლიბრეტოს ავტორები არიან ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი, მხატვრები — ანი ნინუა და ნინო სურგულაძე. დადგმაზე მუშაობდნენ ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე.

წარმოდგენა დაიწყება 21:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.tkt.ge.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*