
მიხეილ გიორგაძე თურქ კოლეგას შეხვდა
0
Be First!
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში, 7 სექტემბერს, ანკარაში მიხეილ გიორგაძე კოლეგას, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შეხვედრას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა.
შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.