Skip to Content

მობილურის ინტენსიურ გამოყენებასა და თავის ტვინის დაავადებებს შორის კავშირი არ დადგინდა

მობილურის ინტენსიურ გამოყენებასა და თავის ტვინის დაავადებებს შორის კავშირი არ დადგინდა

Be First!
by April 28, 2017 Lifestyle, Social

“ვიცი რომ ბევრი ადამიანი შეშფოთებულია, მობილურის გამოყენებასა და თავის ტვინის სიმსივნის გაჩენას შორის შესაძლო კავშირით, თუმცა ამ დრომდე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩატარებულ ვერც ერთი ცდის შედეგად, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, საკმარისი მტკიცებულებების აღმოჩენა ვერ მოხერხდა.”- განაცხადა ექიმმა დევიდ ჯენკინსონმა.

მედიკოსის განმარტებით, მკვლევარები დღემდე აგრძელებენ ცდების ჩატარებას მობილური ტელეფონის გამოყენებასა და ტვინის დაავადებებს შორის კავშირის დასადგენად.

მობილურის ინტენსიურ გამოყენებასა და თავის ტვინის დაავადებებს შორის კავშირი დადგენილი არ არის – ამის შესახებ ბრიტანულ სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია Brain Tumour Charity-ის მედიკოსებმა განაცხადეს.

აღნიშნული განცხადება საქველმოქმედო ორგანიზაციამ მას შემდეგ გააკეთა, რაც იტალიელმა მოსამართლემ დაადგინა, რომ 15 წლის განმავლობაში 4-5 საათით ყოველდღიურმა სატელეფონო საუბარმა ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მმართველის თავის ტვინის დაავადება კერძოდ კი კეთილთვისებიანი სიმსივნე გამოიწვია.

მოულოდნელი გადაწყვეტილება მოსამართლემ იტალიაში, პიემონტის რეგიონის ქალაქ ივრეაში მიიღო, რითაც 57 წლის რობერტო რომეოს სარჩელი დააკმაყოფილა და ხელისუფლებას პენსიის გადახდა მიყენებული ზარალის სანაცვლოდ დააკისრა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*