Skip to Content

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

Be First!

ქართველმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ვერ დაიცვა და ვერცხლს დასჯერდა.

საქართველოს ჭადრაკის ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა აგნიძემ ევროპის ჩემპიონატზე სლოვაკეთის ქალაქ ვისოკე–ტატრიში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დასკვნით XI ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით ითამაშა და ფიდეს დროშით მოასპარეზე ანტოანეტა სტეფანოვასთან პარტია ყაიმით დაასრულა. მან მთლიანობაში ტურნირზე რვა ქულა დააგროვა.

ამდენივე ქულა ჰქონდა აქტივში უკრაინელ ანა უშენინას, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე სწორედ უკრაინელი მოჭადრაკე გავიდა.

ევროპის ჩემპიონი გახდა ვალენტინა ტუნინა რუსეთიდან.

ძაგნიძემ გასულ წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული რიგაში მოიპოვა.

ძაგნიძის გარდა კონტინენტის პირველობაში საქართველოდან კიდევ ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობდა: ლეილა ჯავახიშვილი (შემაჯამებელ ოქმში მე–12 ადგილი), ბელა ხოტენაშვილი (29), მერი არაბიძე (22), ნინო ბაციაშვილი (36) და მირანდა მიქაძე (64).

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*