Skip to Content

„მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

„მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

Be First!

დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.

იმერეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „მოდინახეს“ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა. დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა და ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობამ დადგენილება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა.

„მოდინახეს“ ციხე აგებულია XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე, არაუგვიანეს 1735 წლისა თავად პაპუნა წერეთლის მიერ. ციხე-სიმაგრე შედგება კლდის ქარაფებზე აზიდული ხუთი მთავარი და ორი უფრო პატარა კოშკისგან.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*