Skip to Content

„მომავლის თაობა“ – სამოქალაქო განათლების წარმატებული პროგრამა

„მომავლის თაობა“ – სამოქალაქო განათლების წარმატებული პროგრამა

Be First!

სამოქალაქო განათლების  პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა მარინა უშვერიძემ საქართველოს 480 სკოლაში პროგრამის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს  სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაციები, ნაჩვენები იყო პედაგოგ ია კიწმარიშვილის ბლოგი და მოსწავლეთა ვიდეოები ჯანსაღ კვებასა და საგზაო უსაფრთხოებაზე.

შეხვედრაზე პროგრამის მხარდამჭერებსა და პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრის დასასრულს თბილისის სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს პანტომიმა სამოქალაქო განათლების თემაზე.

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ორგანიზაცია PH International – საქართველოს მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*