როგორც “პირwელს” კულტურის სამინისტროს ქართული კინოს მიმართულების კოორდინატორმა ნანა დოლიძემ განუცხადა, წელს კანის ფესტივალის კანკლასიკის პროგრამაში შესაძლოა, თენგიზ აბულაძის “მონანიება” მოხვდეს.
“ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. პროცესი უკვე დაწყებულია და უახლოეს დღეებში დაზუსტდება. როგორც კი კანკლასიკის პროგრამაში მოხვდება, არა მხოლოდ მისი ხარისხიანი ასლის დაბეჭდვა დაგვჭირდება, არამედ მისი გაციფრულება და რესტავრირებაც მოგვიწევს”, – აცნობა ნანა დოლიძემ “პირwელს”
ორი წლის წინათ კანის კინოფესტივალის “კანკლასიკის პროგრამაში” ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები” იყო წარდგენილი.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ აბულაძის პირველ ნამუშევარს “მაგდანას ლურჯას”, რომელიც რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო, 1956 წელს მიღებული აქვს კანის ფესტივალის უმაღლესი ჯილდო – “ოქროს პალმის რტო”.
ნანა დოლიძე „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების დაბრუნების პროცესს კურირებს. მისი კურატორობით საქართველოში უკვე რამდენიმე ქართული ფილმი დაბრუნდა და ახლა დაბრუნების მესამე ეტაპისთვის მზადება მიმდინარეობს.