
მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს ხსნის!
ახალი, 90-ე საიუბილეო სეზონი მოზარდ მაყურებელთა თეატრში 14 სექტემბერს გაიხსნება. ყველასათვის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეს წარმოდგენილი იქნება მისივე ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“ ( რეჟისორი გიორგი თავაძე).
22-24 სექტემბრის ჩათვლით თეატრის სამი სცენა დაეთმობა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს („ სარჩობელაზედ“, „საუკუნის მკვლელობა“, „მგზავრის წერილები“) , რომლებიც კლასიკოსის 180 წლის იუბილეს მიეძღვნება.
21 სექტემბერს, თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ ღამე და თუთიყუში“ მსახიობი ნიკა ფაიქრიძე რუსულ ენაზე ითამაშებს.
29 სექტემბერს მცირე სცენაზე პრემიერა გაიმართება. პატარა მაყურებლისთვის რეჟისორი დავით ნიკოლაძე რუსულ ენოვან სპექტაკლს „ თაგვები და ყველი“ წარმოადგენს.
ოქტომბრის თვეში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლის „ სეილემის პროცესის“ პრემიერა შედგება.
ახალი სეზონიდან მაყურებელს არაერთი პრემიერა ელის. თეატრი რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეა მიწვეული.