Skip to Content

მრავალფეროვანი საქართველო

მრავალფეროვანი საქართველო

Be First!

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო.

20 ივლისს, 18:00 საათზე, ახალქალაქის კულტურის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართველ მწერლებს შორის, რომლის დროსაც საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას. მწერლები ინტერაქციის რეჟიმში გამართავენ მკითხველთან დიალოგს.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ცნობილი მთარგმნელისა და პოეტის ანაიდა ბოსტანჯიანის ხსოვნის საღამო; დაგეგმილია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია; ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა, ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა და ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ გადაეცემა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები  ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*