Skip to Content

მსოფლიო ბესტსელერის, “გოგონა მატარებელში” ავტორი ფრანკფურტში ქართველ გამომცემლებს შეხვდა

მსოფლიო ბესტსელერის, “გოგონა მატარებელში” ავტორი ფრანკფურტში ქართველ გამომცემლებს შეხვდა

Be First!

პოლა ჰოკინსი იმ ავტორებს შორისაა, რომლებმაც მსოფლიოს ალაპარაკება გამოჩენიდან ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხეს. მისი სადებიუტო რომანი “გოგონა მატარებელში” გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა და თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარეს.ქართველ მკითხველს რომანის მშობლიურ ენაზე გაცნობის საშუალება გამომცემლობა “პალიტრა L-მა” 2 წლის წინ მისცა. სხვა ქვეყნების მსგავსად რომანი საქართველოშიც მალევე ბესტსელერების სიაში მოხვდა.

წიგნის აქტუალობა მაშინაც გააქტიურდა, როდესაც ჰოლივუდის მიერ “გოგონა მატარებელშის” ეკრანიზაცია განხორციელდა. ფილმში მთავარი გმირის, რეიჩელი როლს ემილი ბლანტი ასრულებს.

2017 წლის 13 ოქტომბერს კი ავტორმა ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე თავისი ახალი წიგნი INTO THE WATER წარადგინა. ავტორთან 1 საათიანი შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, დაისვა შეკითხვები აუდიტორიის მხრიდან. რამდენიმე პასაჟი წიგნიდან ხმამაღლაც წაიკითხეს.

ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე პოლა ჰოკინსი ქართული გამომცემლობის წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობასა და INTO THE WATER-ის ქართულ გამოცემაზე ისაუბრეს. ავტორმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ რომანის “გოგონა მატარებელში” ქართულენოვანი გამოცემის ფორმატი და ყდა ძალიან მოსწონს. პრეზენტაციის შემდეგ ქართველი მკითხველისთვის ვიდეოც ჩაწერა, რომელშიც დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ქართველებს მისი ახალი რომანი INTO THE WATER ძალიან მოეწონებათ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*