Skip to Content

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა

Be First!

12 მაისს ესპანეთიში საქართველოს ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანისაერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე.

არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბპოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამსსაქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევაასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერგანხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსყველა წევრ-ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ გამარჯვებას დაწარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას!

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*