Skip to Content

მსოფლიოს 5 საუკეთესო უნივერსიტეტი

მსოფლიოს 5 საუკეთესო უნივერსიტეტი

Be First!

ბრიტანულმა კომპანია Times Higher Education (THE)-მა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევა 2017 წლის იანვარ-მარტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტების ცნობილმა კურსდამთავრებულმა და სწავლულებმა მიიღეს. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილეობა 100 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომლებიც სულ მცირე 18 წელია სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.
პირველი ადგილი რეიტინგში ჰარვარდის უნივერსიტეტს ერგო, რომელსაც მოსდევს მასაჩუსეტრის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სტენფორდის უნივერსიტეტი. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები.
აღსანიშნავია, რომ ათეულში კემბრიჯისა და ოქსფორდის გარდა, დანარჩენი უნივერსიტეტები აშშ-ში მდებარეობს.

ჰარვარდის უნივერსიტეტი
საერთო ქულა: 100
კვლევები: 100 ქულა
სწავლების დონე: 100 ქულა
სტუდენტების რაოდენობა 19 890
უცხოელი სტუდენტების წილი: 25%
ხელფასი უნივერსიტეტის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ: 91 300 დოლარი

ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტია, რომელიც აშშ-ის ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის 75 ნობელის პრემიის ლაურეატია. ჰარვარდის უნივერსიტეტი აშშ-ში პირველია, რომლის კურსადამთავრებულთა შორის ყველაზე მეტი მილიარდერია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კი ქვეყნის მასშტაბით მესამე ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

საერთო ქულა: 80,2
კვლევა: 83,8
სწავლება: 71,4 ქულა
სტუდენტების რაოდენობა: 11 192
უცხოელი სტუდენტების წილი: 34%
ხელფასი სწავლის დამთავრებიდან 10 წლის შემდეგ: 90 400 დოლარი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კვლევითი ცენტრი აქვს. ინსტიტუტი ნოვატორია რობოტექნიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მისი პროგრამები კი, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების, ეკონომიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის სფეროში აშშ-ში საუკეთესოდ მიიჩნევა.

სტენფორდის უნივერსიტეტი
საერთო ქულა: 76,2
კვლევა: 78,4 ქულა
სწავლება: 71,0 ქულა
სტუდენტების რაოდენობა: 15 658
უცხოელი სტუდენტების წილი: 22%
ხელფასი სწავლის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ: 83 400 დოლარი

სტენფორდის უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტია, რომელიც სან-ფრანცისკოს სიახლოვეს, ქალაქ პალო-ალტოში მდებარეობს.
სწორედ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა დააარსეს ისეთი კომპანიები, როგორებიც არის Google, Yahoo, Hewlett-Packard, Nvidia და სხვა.

კემბრიჯის უნივერსიტეტი

საერთო ქულა: 69,1
კვლევა: 68,5 ქულა
სწავლების ქულა: 70,5 ქულა
სტუდენტების რაოდენობა: 18 605
უცხოელი სტუდენტების წილი: 35%

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. სასწავლო და კვლევითი სამუშაოები სტუდენტებსა და ასპირანტებს უნივერსიტეტის ექვს ე.წ. სკოლაში უტარდებათ. კემბრიჯის კურსდამთავრებულთა შორის ნობელის პრემიის 88 ლაურეატია.

ოქსფორდის უნივერსიტეტი
საერთო ქულა: 69,1
კვლევები: 67,9 ქულა
სწავლება: 72,1 ქულა
სტუდენტების რაოდენობა: 19 718
უცხოელი სტუდენტების წილი: 35%
ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისის ქალაქ ოქსფორდში მდებარეობს. უნივერსიტეტი 38 კოლეჯისგან შედგება. ოქსფორდის უნივერსიტეტში თითქმის 4 ათასი ადამიანი ასწავლის.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*