
მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინო საქართველოში აღმოაჩინეს – BBC
0
Be First!
საქართველოში აღმოაჩინეს ღვინის ქვევრების ფრაგმენტები, რომელიც, სავარაუდოდ 8 ათასი წლის წინანდელია, ამის შესახებ ბრიტანული BBC და ამერიკული New York Times წერენ.
“ბიბისი”-ს ინფორმაციით, ქვევრების ნაწილები თბილისიდან სამხრეთით, ორ სხვადასხვა ადგილას იპოვეს.
ღვინის რამდენიმე ჭურჭელზე ამოტვიფრულია მოცეკვავე კაცისა და ყურძნის გრავიურები.
BBC წერს, რომ მანამდე ყველაზე ძველად ირანში ნაპოვნი ქვევრი მიიჩნეოდა, რომელიც 7 ათასი წლით თარიღდება.