
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
27 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის შესახებ, რომელიც 7-15 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავში ჩატარდება.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის პროგრამების მენეჯერი – მაია კოკოჩაშვილი გაუძღვებიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, პიანისტი რევაზ თავაძე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, საზეიმოდ, 7 ოქტომბერს გაიხსნება და 15 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალის განრიგში 6 კონცერტია, რომელთაგან 5 – თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება, ხოლო ერთ კონცერტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს.