Skip to Content

მხატვრულ ფილმს „შინდისი“ მაყურებელი 2018 წლის გაზაფხულზე იხილავს

მხატვრულ ფილმს „შინდისი“ მაყურებელი 2018 წლის გაზაფხულზე იხილავს

Be First!

„შინდისი“- ამ სახელწოდების მხატვრული ფილმისგადაღება დასრულდა. ფილმის იდეის ავტორი დაპროდიუსერი „თავისუფალი სტუდიის“ დამფუძნებელიედმონდ მინაშვილია, რომელმაც „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2018 წლის გაზაფხულისთვის როგორც მსოფლიო, ასევე ქართველი მაყურებელი ფილმს ეკრანებზე იხილავს.

„ფილმის გადაღება დღეს სრულდება, ბოლო და აღსანიშნავი დღეა. დღემდე ბევრი შრომა დაგვჭირდა, რომ ამ ეტაპამდე მოვსულიყავით. შემდეგ უკვე დაიწყება ფილმის მონტაჟი და 2018 წლის გაზაფხულისთვის როგორც მსოფლიო, ასევე ქართველი მაყურებელი ფილმს აუცილებლად იხილავს. ასევე ვაპირებთ, რომ ფილმი გავუშვათ სხვადასხვა კინოფესტივალებზე.

ფილმში მოთხრობილია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად მომხდარიამბავი. აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში დატრიალებული მოვლენები, რომელიც, ქართველიგლეხის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ამ ფილმით საშუალება გვეძლევა, მსოფლიოს გავაგებინოთუახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფაქტი და ყველას ვაჩვენოთ, რომ ქართველი გლეხი, ქართველი ჯარისკაცი სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს და თავის მიწა-წყალს არ დათმობს. XXI საუკუნის თანამედროვე ომში ქართველი ბიჭების წინააღმდეგ ყველაფერი გამოიყენეს, მაგრამ ქართველმა მებრძოლებმა მოახერხეს, რომ დაეცვათ საკუთრაი მიწა–წალი. ეს არის ქართველი კაცის სახე.  მსოფლიოს გავაგებინებთ, თუ როგორი გმირები გვყავდა.  ამ ფილმში აღწერილი მოვლენები საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია. სწორედ ეს არის ჩვენი  მოტივაცია რომ ფილმი იყოს საინტერესო და ყველა ქართველისთვის საამაყო. იმედი გვაქვს, რომ გავამართლებთ მაყურებლის იმედებს,“–აღნიშნა ედმონდ მინაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ სცენარს საფუძვლად უდევს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეალურადმომხდარი ამბავი. ფილმის მთავარი გმირი 45 წლის ქართველი გლეხი ბადრი ხუციშვილი, მეტსახელად ახმეტაა, ის მძიმე სენით დაავადებულ ცოლთან – ხატიასთან ერთად საომარიმოქმედებების მახლობლად ერთ-ერთ ქართულ სოფელ შინდისში ცხოვრობს. აგვისტოს ომში სოფელშინდისში დატრიალებული მოვლენები, რიგითი ქართველი გლეხის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სწორედ სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურში მძიმე ტექნიკით შეიარაღებული რუსული სამხედრონაწილი ქართველებისთვის მიცემულ მშვიდობიანი დერეფნის პირობას არღვევს და ჩასაფრებაშიშეტყუებულ ქართველ მეომრებს გამანადგურებელ ცეცხლს უხსნის. ქართველი ჯარისკაცების ერთინაწილი ცეცხლს საკუთარ თავზე იღებს და ოცდახუთამდე ქართველი მეომარი თანამებრძოლისსამშვიდობოზე გასვლას უზრუნველყოფს.

 

უთანასწორო შეტაკებაში რუსული ჯარის მაღალჩინოსანი ივანოვი საწადელ მიზანს ვერ აღწევს, ქართველთა მსხვერპლი გაცილებით მცირეა, ვიდრე ის ვარაუდობდა. ივანოვის შურისძიება ისტერიკაში გადაიზრდება, ის ბრძოლის ველზე დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს დაეძებს დაქართველთა გვამების დამარხვაზეც კი უარს ამბობს. ივანოვის სისასტიკის მიუხედავად, დაჭრილიქართველი ჯარისკაცები რუსული არმიის ცხვირწინ ბრძოლის ველიდან უჩინარდებიან. გლეხი ახმეტა, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად გასაოცარ მოქალაქეობრივ გმირობას იჩენს და ხუთი დღე-ღამის განმავლობაში რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ სოფელში დაჭრილი ქართველიჯარისკაცების არა მხოლოდ გადამალვას, არამედ, მათთვის პირველადი დახმარების აღმოჩენასაც კიახერხებს. „ძლევამოსილი რუსული არმიის“ მაღალჩინოსანისა და უბრალო ქართველი გლეხისდაპირისპირება ახმეტას სასარგებლოდ მთავრდება, უიარაღო გლეხი ტანკებით შეიარაღებულ„სალდატს“ ქართველი ჯარისკაცების განადგურების საშუალებას არ აძლევს.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*