ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
“დღესდღეობით, ნატოს დღის წესრიგში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია კითხვის ნიშნებს არ ბადებს. და ეს ყოველთვის აღინიშნება. ნატოში ამბობენ, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და ამ მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველო ნატოს საპარლამენტო დელეგაციას მაისში უმასპინძლებს.