Skip to Content

ნებოძირში XVII-XVIII საუკუნეების კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ნებოძირში XVII-XVIII საუკუნეების კოშკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Be First!

კოშკი გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სათავდაცვო-საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელიც ოთხი სართულისგან შეგდება.

XVII-XVIII საუკუნეების კოშკს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ    ნებოძირში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  ბრძანების საფუძველზეა მიღებული.

კოშკი გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი სათავდაცვო-საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელიც ოთხი სართულისგან შეგდება. შენობა ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით დუღაბზე, თაღების გადასაყვანად კი გამოყენებულია აგური.

„შიგნიდან ორივე მხარეს კარის ჩამკეტი ფოსოებია ამოჭრილი. განსაკუთრებით საინტერესოა ინტერიერის გადაწყვეტა, რომლითაც ის რამდენადმე გამოირჩევა თანადროული ნაგებობებისგან. პირველი სართული ყრუა. მეორე სართულზე ორი სარკმელ-სათოფურია, რომლის გარშემო იატაკის დონეზე ოთხი ოთხკუთხა ნიშია გაკეთებული. მესამე სართულის აღმოსავლეთ მხარეს თაღოვანი ბუხარია. მის მოპირდაპირედ მაღალი სარკმელ-სათოფურია“, — ნათქვამია განცახდებაში.

კოშკის მეოთხე სართული თითქმის დანგრეულია. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო, რომელიც ჩვენამდე ვერ შემორჩა.

როგოც ირკვევა, შესასვლელ კარს ჰქონია ბაქანი, რომლის არსებობაზეც ახლა მხოლოდ ბაქანის საყრდენის ფოსოები მეტყველებს.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*