Skip to Content

​ნიკორწმინდის ტაძარი 2018 წელს სრულად რეაბილიტირდება

​ნიკორწმინდის ტაძარი 2018 წელს სრულად რეაბილიტირდება

Be First!

27 ივლისს მთავრობამ ნიკორწმინდის ტაძრის სრული რეაბილიტაციისთვის 1 247 000 ლარი გამოყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები ეტაპობრივად წარიმართება.

2017 წელს დაიწყება ტაძრის ფასადის ქვის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია, ხოლო 2018 წელს დასრულდება სრული სამუშაოები. მათ შორის ელექტრო-სამონტაჟო, ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაციის, მეხამრიდის და დამიწების კონტურის მოწყობა. რაჭაში მდებარე ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრია და მე-11 საუკუნით თარიღდება. ძეგლს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

ნიკორწმინდის ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს განსაზღვრული.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*