
ნიკოს კაზანძაკისის სკანდალური რომანის ქართული თარგმანის პრეზენტაცია “კავკასიაში”
კვირას, 2 სექტემბერს, 15:00 საათზე, გიწვევთ ნიკოს კაზანძაკისის სკანდალური რომანის – „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ (Ο Τελευταίος Πειρασμός) ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე.
✅ წიგნის ქართული თარგმანი გამოიცა გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ, „აკრძალული წიგნების თაროს“ სერიით. ბოლო დროს გამოცემულ ქართულენოვან თარგმანებს შორის ნიკოს კაზანძაკისის „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამოცემად სახელდება.
✅ „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების“ ქართულ თარგმანს მოწვეული საზოგადოების წინაშე წარადგენს ელინისტთა ახალი თაობის წარმომადგენელი, მთარგმნელი თათია მთვარელიძე.
✅ პრეზენტაციას გაუძღვება კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი, ათენის ქართული არქეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, ავთანდილ მიქაბერიძე.
☎ 210.7211226 / 6945.381250 / 6999.640412
? დასწრება თავისუფალია!
? მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია”.