Skip to Content

საბერძნეთის ქალაქ პატრაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქართველი ქალის დედა დახმარებას ითხოვს

საბერძნეთის ქალაქ პატრაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქართველი ქალის დედა დახმარებას ითხოვს

Be First!

ქალბატონი ნინო, რომელმაც ჩვენთან დაკავშირება თავისი პრობლემის გამო გადაწყვიტა, 12 წელია ემიგრანტი ბრძანდება. რამოდენიმე თვის წინ, საბერძნეთში მას თავისმა ქალიშვილმა ნათია ცაბაძემ ჩააკითხა, ნათია 35 წლისაა და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ნათია ერთ-ერთ ოჯახში მოხუც ბებიას უვლიდა, ზუსტად ერთი კვირის წინ ის სახლიდან ბებიასთვის წამლების საყიდლად გავიდა და მას შემდეგ ის აღარ გამოჩენილა. გთავაზობთ ჩანაწერს ნათიას დედასთან, რომელიც შვილის პოვნისთვის დახმარებას ითხოვს.

„ – 12 წელია საბერძნეთში ვცხოვრობ, ჩემს შვილს აქ სამუშაოდ ჩამოსვლა მე თვითონ შევთავაზე, როცა შევატყვე რომ ამხელა ოჯახს მე მარტო ვეღარ ვუმკლავდებოდი. რა ვიცოდი, თუ დავღუპავდი და თავსაც დავიღუპავდი! ნათია პატრაში მოხუც ბებიას უვლიდა, ათი თვე მასთან მუშაობდა, 4 აპრილს, ბებიას თქმით, აფთიაქში წამლების საყიდლად ჩავიდა და მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოდის. მობილურიც გათიშული აქვს, თავიდან ვიფიქრეთ, რომ პოლიციამ აიყვანა, რადგან ნათიას საბუთებს ვადა ჰქონდა გასული და არალეგალად ითვლებოდა, თუმცა, საემიგრაციო სამსახურში მის შესახებ არავინ არაფერი იცის. სახლთან ახლოს მდებარე აფთიაქში, 4 აპრილს, დაახლოებით შუადღის 2 საათზე, ნათიამ წამლები შეიძინა – ქუჩის კამერამ დააფიქსირა, როგორ ჯდება ნათია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და შემდეგ მისი კვალი ქრება. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ფაქტია რომ ჩემი შვილი არც მკვდარი ჩანს, არც ცოცხალი!

დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ, ნათია ბერძნულს ძალიან კარგად ფლობს, ამიტომ, არა მგონია, დაკარგულიყო. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ნათია ხშირად ახსენებდა ერთ პიროვნებას, რომელიც სამსახურს ჰპირდებოდა. მისი სახელი რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ უცნაური სახელი ჰქონდა და, სამწუხაროდ, ვერ დავიმახსოვრე. ჩემი შვილის თქმით, ეს ქალი ეროვნებით ქართველი იყო, ბერძენზე გათხოვილი და ცდილობდა ქართველი ქალების დასაქმებას და მათ სრულიად უანგაროდ სთავაზობდა შეთავსებით სამსახურებს სასტუმროებში. ნათია შაბათ-კვირას ისვენებდა და გამომდინარე იქედან, რომ ფული ძალიან გვჭირდებოდა, ამბობდა, შევითავსებ დასვენების დღეებსაცო. ეჭვი მაქვს, მისი გაუჩინარება ამ ქალთანაა დაკავშირებული. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ შვილის პოვნაში, იქნებ, ვინმეს სადმე შეხვდა, იქნებ ჩემი შვილი ჯერ კიდევ ცოცხალია?!”

ფოტო, რომელიც სტატიას ერთვის, ეკუთვნის ნათია ცაბაძეს და გადაღებულია მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღით ადრე.
_____
წყარო

_____________________________________

ინფორმაციის ფლობის ან მოპოვების შემთხვევაში დაუკავშირდით საბერძნეთის სათანადო სამართლდამცავ ორგანოებს ან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს: 210 674 21 86
ინფორმაციის არარსებობისას – გაავრცელეთ!

საბერძნეთში ქართველ ემიგრანტთა საყურადღებოდ: უფრთხილდით ტრეფიკინგს – ახალ და გაურკვეველ სამსახურებში წასვლისას, დატოვეთ დაწვრილებითი კოორდინატები და დამსაქმებლების მონაცემები ახლობლებთან!

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*