პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პორტუგალიის მთავრობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პორტუგალია გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთანდაკავშირებით, რაც ემუქრება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობას. ამ მოვლენათაგან განსაკუთრებითსაგანგაშოა სამხრეთ ოსეთში ე.წ. “არჩევნების” ჩატარების ფაქტი 2017 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც, ამავე დღეს ჩატარებულირეფერენდუმი, საქართველოს ამ რეგიონისათვის ოფიციალური დასახელების შეცვლის მიზნით.
პორტუგალია მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა და გამოამჟღავნონ განახლებული პოლიტიკური სწრაფვა, რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჟენევის პროცესისა და 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისშეთანხმების შესრულების გარდა, პორტუგალია მხარეებს მოუწოდებს დიალოგისკენ, განსაკუთრებით კი საქართველოსა და რუსეთისფედერაციის მთავრობის წარმომადგენლებს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელშიც მონაწილეობსპორტუგალია, თამაშობს დადებით როლს მხარეთა დასაახლოვებლად.
ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს გამართული ე.წ. რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაერო-ს გენერალურიმდივნის პრეს-მდივანმა. მისი განცხადებით, გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში, ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და თავი შეიკავონ ნებისმიერი ცალმხრივიქმედებისგან, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალოსმოლაპარაკებებს.