Skip to Content

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

Be First!

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

2 აგვისტოს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 4 განაცხადი. შესაბამისად, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 4 ქართული ფილმი იბრძოლებს:

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
“მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)”საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)”ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)

რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომელთაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება.

ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა, 2018 წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*