ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
“ეს წუთია ცნობილი ხდება რომ, პარიზში განგაშია გამოცხადებული. ემანუელ მაკრონის შტაბში, სადაც კურიერის გადამღები ჯგუფიც იმყოფება, უსაფრთხოების სამსახურმა ევაკუაცია გამოაცხადა და ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. რატომ გახდა ჟურნალისტებისთვის პრესცენტრის სასწრაფოდ დატოვება აუცილებელი და რა სახის საფრთხე არსებობს შენობაში, უცნობია”, – იუწყება “რუსთავი 2”.
დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.