ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მერს ზუსტად ის უფლებამოსილება შეუნარჩუნდება, რაც დღეს გამგებელს აქვს.
“მერი ადგილობრივ დონეზე უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს და ამიტომ, ეს ტერმინი აპრობირებულია. გამგებელი ქართული ტერმინია. ხშირად, ეს ტერმინები აღრევას იწვევს. ადამიანებს გონიათ, რომ მერი და გამგებელი სხვა რამეა და სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, მერს და გამგებელს ზუსტად ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ. უბრალოდ, ერთი ქალაქის, მეორე სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის შეიძლება სწორი იყოს, რომ ერთი ტერმინი – მერი გამოვიყენოთ”, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია გამგებლის თანამდებობის გაუქმების შესახებ.