Skip to Content

ბერძენ პონტიელ ქალთა ისტორიული გმირობა

ბერძენ პონტიელ ქალთა ისტორიული გმირობა

Be First!

ისტორია ხანდახან დუმს იმის  შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, მძიმე იყო ბერძენ პონტიელ  ქალთა ხვედრი მრავალი ასწლეულის განმავლობაში. მათმა სულიერმა სიძლიერემ და მორალურმა ღირებულებებმა, გადაცემულმა თაობიდან – თაობაში, დედიდან – ქალიშვილში, ხელი შეუწყო ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარე რეგიონის, „ევქსინოს პონტოს“-ის (ძველბერძნულით: „შავი ზღვა“) კულტურის ჩამოყალიბებას.

ოჯახში, პონტიელი ქალი მეუღლის ნებას უნდა დამორჩილებოდა, თუმც სიმამაცე და მიხვედრილობა მის დამახასიათებელ თვისებებს შეადგენდა.

პონტიელთა სოფლებში, რომლებიც ახლაცაა საქართველოს ტერიტორიაზე, ქალების კისერზე იყო შრომა ყანაშიც და ბოსელშიც. ამას გარდა, მათ ევალებოდათ კერიის გათბობა მკაცრი პონტიური ზამთრის განმავლობაში, რის გამოც საკუთარი ხელით ზიდავდნენ ე.წ. „სელეკია“-ს – ფიჩხსა და შეშას.

ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი პონტიელი ქალების იყო ის, რომ არასოდეს არ უნდა ეწუწუნათ და, მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი ხალისიანად ეკეთებინათ.

.

( პონტიელთა ისტორიის კვლევითი კომიტეტის არქივიდან. ავტორი: ხრ. დიმარხოსი )
.

განსაკუთრებული იყო პონტიელი ბებიის როლი ოჯახში  (ბერძნულად: γιαγιά η καλομάνα, „იაია“ ან „კალომანა“). ისინი ბავშვების აღმზრდელთა როლში გამოდიოდნენ, სანამ დედები სახლსა და მეურნეობას უვლიდნენ, ქმრების ხანგრძლივი არყოფნის პერიოდში, რომლებიც საშოვარზე, ხშირად, მცირე აზიის ან სხვა უცხო ქვეყნებში მიდიოდნენ ხოლმე.

განსაკუთრებულად მკაცრი იყო სანტის, ლეგენდარული პონტიური რეგიონის ქალთა ხვედრი. სანტას ქალები, დიდ-პატარიანად იარაღის ხმარების უნარს ფლობდნენ. მამაკაცთა არყოფნის პერიოდშიც კი, ამ მთიანი რეგიონის სოფლების ბრძოლისუნარიანობა არ დრკებოდა.

,

( პონტიელ პარტიზანთა ლეგენდარული მეთაურის, ხოჯა-ანასტასის მეუღლე, დესპინა გეპასტოპულუ )
.

ისტორიკოს მილტიადის ნიმფოპულოსის ცნობით, სანტიელ ბერძენთა ერთ-ერთი ორთაბრძოლისას, მამაკაცთა გვერდით ქალებიც იდგნენ და მტერს ქვებით ქოლავდნენ.
.
Выпускницы школы девиц Трапезунда в начале 20 века

( ტრაპეზუნდას – ტრაბზონის ქალთა სკოლის მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამოშვება )
.
შედარებით იოლი ცხოვრება პონტიელ ქალებს ქალაქებში ჰქონდათ. ბერძნული ოჯახების ქალიშვილები ე. წ. „ქალთა სკოლებში“ სწავლობდნენ. ერთ-ერთი ცნობილი, მსგავსი ტიპის სასწავლებელი გახსნილი იქნა ტრაპზონში 1846 წელს. 1873 წელს ასეთივე სკოლა გაიხსნა არგირუპოლშიც. მე-19 საუკუნის ბოლოს ქალთა სკოლები თითქმის ყველა მსხვილ პონტიურ დასახლებაში არსებობდა. თავიდან ისინი მხოლოდ დაწყებითის ხასიათის იყო, შემდეგში კი მათ დაემატა მოსამზადებელი განყოფილებები და გიმნაზია.
.


.
ოსმალური გენოციდის პერიოდში (1916 – 1923 წწ.) პონტიელი ქალები თურქთა დამსჯელი ბატალიონების მსხვერპლნი ხდებოდნენ, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ქრისტიან ქალებს უსწორდებოდნენ .

გეორგიოს ანტონიადისი წიგნში „პონტიელ პარტიზანთა მეთაური ქალები“ (“Γυναίκες καπετάνισσες στο αντάρτικο του Πόντου”) მოიხსენიებს 80 გოგონას პაფრას რაიონის სოფელ კარაპუნარიდან, რომლებიც მხეცურად იქნენ გაუპატიურებულნი ტოპალ ოსმანის დამსჯელი ბრიგადის მიერ. შემდეგ ისინი შერეკეს წმინდა ხარალამბეს სახელობის ეკლესიაში და  ცოცხლად დაწვეს. ერთ-ერთი მათგანი მწერლის და გახლდათ.

ბევრი დასავლეთპონტიელი ქალი, რომელიც რუსეთის არმიის საკონტროლო არეალის გარეთ დარჩა (აპრილი 1916 წ.- თებერვალი 1918 წ.), საკუთარ შვილებთან ერთად თავს მთაში აფარებდა.
.


.

ბევრი პონტიელი ქალი თურქთაგან თავს მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული იცავდა და მათი სიმამაცე იმდენად დიდი იყო, რომ თურქებს ვერ გაერკვიათ, ვისთან იბრძოდნენ – კაცებთან, თუ ქალებთან.

 

 

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*