Skip to Content

პრემიერი საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება

პრემიერი საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება

Be First!

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრი პარუბისთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთავრობა საქართველოსადმი უკრაინელი ტურისტების მზარდ ინტერესს მიესალმება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას მთელი რიგი მიმართულებებით და აღნიშნეს, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული.

ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს, სატრანსპორტო დერეფნების, სატრანზიტო მიმართულების განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას.

შეხვედრისას, ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკას, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი იგეგმება.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. მხარეებმა, ამ მიმართულებით, მოლდოვასთან ერთად, სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს; ასევე – ისაუბრეს მაღალი დონის ფორუმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა ანდრი პარუბის უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიულოცა.

მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

უკრაინულმა მხარემ პროდუქტიულად და ეფექტურად შეაფასა თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*