Skip to Content

პრემიერის თქმით, საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

პრემიერის თქმით, საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

Be First!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავზე.

ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი კონგრესმენების მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისადმი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ამერიკისგან ორპარტიული მხარდაჭერა გააჩნია.

“კონგრესმენებმა მიმართეს პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. ვთანამშრომლობთ მრავალი მიმართულებით, გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. ვფიქრობთ, კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ამ ურთიერთობების მნიშვნელობას. ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, სულ ცოტა ხანში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაიხსნება. დარწმუნებული ვარ, აშშ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს მომავალი 25 წლის განვითარების პერსპექტივაშიც,- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*