“ოცი საუკუნის წინ მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღდგა იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლე მიეცა კაცობრიობისათვის. ყოველ წელს ჩვენ ვზეიმობთ ბოროტების დამარცხებას სიკეთისა და სიყვარულის მიერ. ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო მილოცვაში.

პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო
0
Be First!
საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.