Skip to Content

პრეზიდენტმა ორ კანონს მოაწერა ხელი

პრეზიდენტმა ორ კანონს მოაწერა ხელი

Be First!

ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შვილად აყვანასთან დაკავშირებულ კანონებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ.

“პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ ძალიან მნიშვნელოვან კანონთა პაკეტს. პირველი არის რეფორმა, რომელიც ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით ისჯება ადევნება, სექსუალური შევიწროება. ძალაში შედის მთელი რიგი სხვა მექნიზმებიც.

ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია კანონში, რომელიც შვილად აყვანას ეხება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს ამის შესახებ.
იხვეწება მთელი რიგი ნორმები – უფრო სამართლიანად ხდება რიგში დგომა, როდესაც პოტენციური მშობლები ელოდებიან შვილად აყვანას, იხვეწება უცხოეთში ბავშვების გაშვილების პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს თავის დროზე იცოდეს ახალი ნორმის შესახებ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*