ამის შესახებ მარგველაშვილმა ბათუმში, კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვის დროს განაცხადა.
“საქართველო ქვეყანაა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაში არის, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია. რა თქმა უნდა ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის წარდგინება მოუვადა პრეზიდენტს იმის დისკრეციაც კი არ აქვს გადაწყვიტოს, გამოაცხადოს, თუ არა ომი.ეს ის თემებია, რომლებიც მე პრობლემურად მიმაჩნია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს საკონსტიტუციო ცვლილებების მეოთხე საჯარო განხილვაა. მანამდე მისი განხილვა ქუთაისში, ამბროლაურსა და ჩოხატაურში გაიმართა. საყოველთაო განხილვებში ოპოზიციიდან პარტია “ევროპული საქართველოს” წევრებიც მონაწილეობდნენ.