Skip to Content

პროექტი “კინო სკოლაში“ დაჯილდოების ცერემონია

პროექტი “კინო სკოლაში“ დაჯილდოების ცერემონია

Be First!

10 დეკემბერს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

იხილეთ ფოტოგალერეა

„კინო სკოლაში“, წელს, უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 216 სკოლა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებიც. აღსანიშნავია, რომ წელს, „კინო სკოლაში“ Creative Europe-ს მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სულ, 4 კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი.

სპეციალურად დაჯილდოების ცერემონიისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, თბილისში 200-ზე მეტი კინოსკოლელი ჩამოვიდა.

დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე, კინოსკოლელებმა კინოტურში მიიღეს მონაწილეობა; პროექტი „კინოტური – ქართული კინო“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ადმინისტრაციის ინიციატივით ხოციელდება; მხარდამჭერია – ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კინოაკადემია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.

პროექტის „კინო სკოლაში“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე, კინოსკოლელები თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებებსაც დაესწრნენ.

პროექტი „კინო სკოლაში” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*