Skip to Content

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ნინოწმინდაში

პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ნინოწმინდაში

Be First!

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გრძელდება პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“.

2 აგვისტოს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასა და ქართველ მწერლებს შორის, რომლის დროსაც საუბარი შეეხო კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას. მწერლებმა ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი გამართეს მკითხველთან.

იხილეთ ფოტოგალერეა

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით სომხურ ენაზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, ასევე, სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით. ნაჩვენები იყო ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობების ამსახველი, სხვადასხვა დროს გადაღებული დოკუმენტური მასალა; გაიმართა კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრისა და ასევე, ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა.

სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ წელს 22 აპრილს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში ხორციელდება რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესებობებით დასახლებულ რეგიონებში.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*