Skip to Content

პროექტის – “შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროექტის – “შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შს სამინისტროს  ერთობლივი პროექტის – “შეისწავლე ისტორია – გახდი მკვლევარი“  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პროექტის მიზანი იყო შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით პროფესიონალი მკვლევარების გარდა ახალგაზრდების დაინტერესება. ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნების და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.

პროექტში 5 ჯგუფი მონაწილეობდა. საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საკითხები თემატური ბლოკიდან – “უახლესი ისტორია“ შეარჩიეს. თითოეული მათგანი, შსს-ს არქივის თანამშრომლების მხარდაჭერით, შერჩეულ თემაზე ინდივიდუალურად მუშაობდა.

შეხვედრაზე პროექტის მონაწილე ჯგუფებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ მათ შორის საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებული გახდა თბილისის N126-ე საჯარო სკოლის გუნდი. პროექტის ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, გამარჯვებული ნაშრომი კი შსს-ს არქივის ჟურნალ “საარქივო მოამბეში“ დაიბეჭდება.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ  შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*