Skip to Content

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადაეცათ

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადაეცათ

Be First!

უსინათლო და მცირემხედველი პროფესიული განათლების სტუდენტების სწავლა-სწავლების მხარდასაჭერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადაპტური აპარატურა გადასცა. აღნიშნული აპარატურა 12 პორტაბელურ ვიდეო- გამადიდებელს და ბრაილ დისპლეიებს მოიცავს.

პორტაბელური ვიდეო-გამადიდებლების გადაცემისას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს  მათი გამოყენების ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ინსტრუქტაჟი არასამთავრობო ორგანიზაციის „სტანდარტი“ წარმომადგენელმა ჩაატარა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ფიზიკური გარემოს და სერვისების ადაპტირებაზე მუშაობს.

ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 12 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის თითო პორტაბელური ვიდეო გამადიდებლის გადაცემა. რაც შეეხება,  ბრაილ დისპლეიებს, აღნიშნული მოწყობილობა ქართულენოვანი პროგრამული მხარდაჭერის შექმნას მოითხოვს; შესაბამისად, მათი გადაცემა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემდგომ ეტაპზეა დაგეგმილი

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*