Skip to Content

პროფესიულ სტუდენტებს სტარტაპ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან

პროფესიულ სტუდენტებს სტარტაპ იდეის განხორციელებაში ეხმარებიან

Be First!

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან  ერთად აგრძელებს, პროფესიული განათლების სტუდენტების უნარების განვითარების ხელშეწყობას მეწარმეობისა და ინოვაციური სწავლების მიმართულებით.  ამ მიზნით, ორგანიზება  გაეწია Startup Booster-ს, რაც გულისხმობს ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგს პროფესიული განათლების ,,ჰაკათონში,, გამარჯვებული სტუდენტების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ  შექმნილი  ინოვაციური პროდუქტების დახვეწა, შესაბამისი ბიზნეს მოდელის განვითარება, ინვესტორის მოძიება და იდეის რეალურ ბიზნესად ქცევა. ტრენინგში მონაწილეობას იღებს ოცდაათი სტუდნეტი საქართველოს მასშტაბით მოქმედი სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებიდან: ,, აისი“, ,,სპექტრი“, ,, მერმისი“, ,,ახალი ტალღა“, ,,ბლექსი“, ,,ოპიზარი“, ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“, ,,მოდუსი“ და ,,ლაკადა“.

ტრენინგის მონაწილეებთან შეხვედრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა აღნიშნა, რომ ინოვაცია, საუკეთესო იდეები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი,   მთავრია  პროფესიული განათლების სისტემის და თავად სტუდენტების განვითარებისათვის. სტუდენტების მხრიდან კი აღინიშნა, რომ მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვანია საჭირო კონტაქტების დამყარებისა და ხედვის გაფართოებისთვის.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*