Skip to Content

პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად 5 უნგრელი სტუდენტი ჩამოვა

პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად 5 უნგრელი სტუდენტი ჩამოვა

Be First!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ  2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი – „ სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა.  კონკურსის შედეგად 5 გამარჯვებული (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გამოავლინდა,  რომლებიც ზაფხულის განმავლობაში  თბილისს ეწვევიან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შემდეგ საზაფხულო კურსებს გაივლიან:

•   ინდივიდუალური კურსი – სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის      დაშლის შემდგომ;

•   საქართველოს მითოლოგია;

•   საქართველოს ეთნოგრაფია.

სტიპენდიანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით  600 ლარის  ოდენობით.

ელ.განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2017 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*