კაფეში გაიყიდება ქართლის და სხვა კუთხეების საოჯახო მარნების საუკეთესო ღვინოები, რომლებსაც ქართლის საოჯახო მარნების ასოციაცია შეარჩევს.
დღეს კაფეს ქართველი მეღვინეები, საოჯახო მარნების მფლობელები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრებმა ასოციაციის ახალი ბრენდის “ღვინის ოსტატების” სერიის ღვინოები დააგემოვნეს. იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ღვინის კაფე ”gates of ateni” ქართლის ტურისტული მარშრუტის ღვინის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
“ეს წამოწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საოჯახო მარნების განვითარებას, რადგან გაჩნდა კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც საოჯახო ღვინოები გაიყიდება”, – განაცხადა ასოციაციის დირექტორმა ანდრო ვარნოვმა.