Skip to Content

ქართულ-ესტონური პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

ქართულ-ესტონური პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

Be First!

ქართულ-ესტონური თანამშრომლობის ფარგლებში, რიგით მე-4 პროექტის ,,ესტონეთის მოწინავე პრაქტიკა საქართველოში, სახელობო განათლების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, სადაც პროექტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა”.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში  8 პროფესიული კოლეჯის მენეჯმენტი და 50  პედაგოგი გადამზადდა. მომზადდა 24 პროგრამა და მოდული. განხორციელდა მრავალი სტუდენტური გაცვლითი პროგრამა და სტაჟირება. ამასთანავე პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბიზნეს კომპანიების ტრენინგი პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითების განხილვით.​

შემაჯამებელ კონფერენციას ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*