Skip to Content

ქართული ანიმაცია დიდ ეკრანებზე დაბრუნდება

ქართული ანიმაცია დიდ ეკრანებზე დაბრუნდება

Be First!

ქართული მულტფილმები ახალ ცხოვრებას ახალი პროექტის წყალობით შეიძენენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ წამოიწყეს ახალი პროექტი „რე-ანიმაცია“, რომლის ფარგლებშიც ძველი ქართული მულტფილმები ციფრული გახდება, ჩაუტარდება რესტავრაცია და მზად იქნება დიდ ეკრანებზე ჩვენებისთვის.

ანიმაციური ფილმების ციფრულ მატარებელზე გადატანა ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერით მიმდინარეობს. მულტიპლიკაციური ფილმების ციფრულ ასლებს ფერის, გამოსახულებისა და ხმის კორექცია უკეთდება.

კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“ 300-ზე მეტი მულტფილმი ინახება. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია 20-მდე სურათის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, რომლებიც 1960-1980 წლებშია გადაღებული. მათ შორის არის მულტფილმები „თერძი ბესო“, „საზამთრო“, „ჩიკორიკო“, „ყოჩაღი ბაკური“, „ერთხელ ტყეში“, „ბუმბული“, „სახლობანა“, „ბომბორა“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „ლურჯა“ და სხვ.

აღდგენილ მულტფილმებს ბავშვებს ეროვნული არქივის კინოთეატრში უჩვენებენ. რესტავრირებული ფილმების სეანსები 2018 წლის ნოემბერში მოეწყობა.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*