
ქართული ანსამბლი „ალავერდი“ შობის დღესასწაულზე ბურიატიაში გამოვა
ბურიატიაში ფესტივალი კათოლიკური შობის დღეებში დაიწყო და 12 იანვრამდე გაგრძელდება.
ქართული ხალხური ვოკალური ანსამბლი „ალავერდი“ 6 იანვარს ულან–უდეში, ბაიკალის საშობაო IX მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უკვე გამოვიდა. ფესტივალი 20 დეკემბერს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება.
ბაიკალის ყოველწლიური საშობაო მუსიკალური ფესტივალი მუსიკალური სამყაროს ერთ–ერთი დიდი მოვლენაა ციმბირში. ტრადიციულად, ფესტივალი კათოლიკური შობის დღეებში იწყება.
ბაიკალის ფესტივალზე 6 იანვარს ფესტივალის სტუმრები პოლიფონიური სიმღერის ქართულ კვარტეტს „ალავერდი“ და ვირტუოზ მოცეკვავე ალექსანდრე ჭუმბურიძეს გაეცვნენ.
„ალავერდის“ მომღერლები – ეს უბრალოდ ხალხური სიმღერის ოსტატები არ არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეყვარებული არიან თავიანთ კულტურაში, რომელთათვისაც სიმღერა – ეს ცხოვრების სახეა. მათ რეპერტუარშია საქართველოს პრაქტიკულად ყველა კუთხის სიმღერები, საგალობლები, ასევე ქრისტიანობამდელი პერიოდის მუსიკალური საგანძური. ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე მუსიკოსი, რომელიც ვირტუოზულად ასრულებს პრაქტიკულად ყველა ქართულ საკრავზე“, – აღნიშნულია ბურიატიის სახელმწიფო კონსერვატორიის ვებ–გვერდზე.
ფესტივალში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი შემსრულებლები.