Skip to Content

ქართული ფილმი–აპოკალიფსი მანჰეტენის ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს

ქართული ფილმი–აპოკალიფსი მანჰეტენის ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს

Be First!

ფილმი „8 წუთი” – ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ადამიანები, როცა შეიტყობენ, რომ მზის სინათლეს დრო მხოლოდ რვა წუთი დარჩა, შემდეგ კი სრული სიბნელე დაისადგურებს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორების გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმი–აპოკალიფსი „8 წუთი” მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების XX ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ვერცხლის მედალი ფილმ Viola, Franca-ს (იტალია) ხვდა წილად, ბრინჯაო კი Mare Nostrum-მ (სირია) დაიმსახურა.

ფესტივალზე ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში — „საუკეთესო მსახიობი” (ალექსანდრ რონისი ფილმში Just Go) და „საუკეთესო სცენარი” (სტიუარტ კრეიგის One Child Born).

ფილმ „8 წუთის” (კომპანია Sibler Films) ხანგრძლივობაა 12:40 წუთი და მოგვითხრობს გმირების საქციელზე მას შემდეგ, რაც ისინი შეიტყობენ, რომ მზის სინათლეს დრო მხოლოდ რვა წუთი დარჩა, შემდეგ კი სრული სიბნელე დაისადგურებს.

თბილისი პანიკაში ვარდება: ვიღაც სადღაც გარბის, ვიღაც თავს იკლავს, ვიღაც ისტერიკულად ყვირის. ხოლო სურათის მთავარ გმირს, რომლის როლსაც სლავა ნათენაძე ასრულებს, სრულებით განსხვავებულად, მშვიდად უჭირავს თავი. მისი ვაჟი ექსპედიციაშია და მასთან დაკავშირება შეუძლებელია. როგორ მოიქცევა ის ბოლო 8 წუთის განმავლობაში, ფილმის მთავარი საიდუმლოა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე. სცენარი ეკუთვნით ზაზა კოშკაძესა და მარი ბექაურს.

ფილმმა „8 წუთი” უკვე აქტიურად დაიწყო თავისი საფესტივალო ისტორია. ის უკვე მრავალი კინოფესტივალის მონაწილეა. მათ შორისაა გერმანული „კოტბუსი”, რუმინული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი; ფილმი ასევე მოხვდა Hastings Film Fringe (დიდი ბრიტანეთი), GoDebut European Film Festival (ლიტვა), Oaxaca FilmFest (მექსიკა), The 15th Asiana International Short Film Festival (კორეა) ფესტივალების ლონგლისტში.

სექტემბერში ფილმი-აპოკალიფსი „8 წუთი” სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად აღიარეს.

 

Previous
Next

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*