
ქართული ფილმის წარმატება საფრანგეთის კინოთეატრებში და საერთაშორისო კინოფესტივალებზე
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საფრანგეთის კინოთეატრებში ამ დროისათვის უკვე 60 000-მა მაყურებელმა ნახა. ფილმის ფრანგული დისტრი- ბუტორი „Memento Films Distribution,“ თავიდანვე ხედავდა ფილმშიკინოწარმა- ტების პოტენციალს და მან ფილმი 100 კინოასლით საფრანგეთის 70 ქალაქის კინოთეატრებს მიაქირავა. ფილმის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” („Une Famille heureuse“) ფრანგული კინოპრემიერა 10 მაისს შედგა და მას კინოკრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. აღასანიშნავია ისიც, რომ ქართული ფილმი საფრანგეთის კინოთეატრებში 60 000-მა მაყურებელმა ორიგინალში, ქართულ ენაზე,ფრანგული სუბტიტრებით იხილა. საფრანგეთის კინოთეატრებში ქართული ფილმი ჯერ კიდევ ეკრანებზეა.
გერმანიის კინოგაქირავება
“ჩემი ბედნიერი ოჯახის” გერმანული პოსტერი „ჩემი ბედნიერი ოჯახი” („Meine glückliche Familie“) გერმანიის კინოთეატრებში 13 ივლისს გამოვა. მაყურებელს საშუალება ექნება ფილმი როგორცორიგინალში, ქართულ ენაზე, ასევე გერმანულად სინქრონიზებულიც იხილოს. მეტი სიახლეები გერმანული კინოგაქირავების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. სიახლეები ასევე ფილმისფეისბუქისგვერდზეც გამოქვეყნდება.
ორი მთავარი პრიზი
ტრანსილვანიის კინოფესტივალზე „ტრანსილვანიის თასი“ საქართველოს ერგო!“ – ასეთი სათაურით გავრცელდა რუმინეთის პრესაში და საერთაშორისო კინოგამოცემებში 11 ივნისს ქართული ფილმის „ჩემიბედნიერი ოჯახის” წარმატება. ქართული ფილმი მთავარ საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმს შორის იყო წარმოდგენილი და ფესტივალის მთავარი ჯილდო, “ტრანსილვანიის თასი” დაიმსახურა. ფრანგიკოპროდიუსერი გიომ დე სეი და რუმუნელი ოპერატორი ტუდორ პანდურუ ტრანსილვანიის კინოფესტვალის დაჯილდოვების ცერემონიალზე საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის ჯილდო მსახიობ იაშუღლიაშვილს გადაეცა, რომელიც ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი” მთავარ როლს ასრულებს.
„ია შუღლიაშვილი თავისი, ნამდვილად განსაკუთრებული შესრულებით ფილმის ღერძს წარმოადგენს. ამ საოცარ დახვეწილ შესრულებაში ის ავლენს სიმშვიდეს, ძალას, მშვენიერებასა და ღირსებას.“ – ასეშეაფასა ხუთი კაცისაგან შემდგარმა ჟიურიმ ია შუღლიაშვილის სამსახიობო შესრულება ფილმში „ჩემი ბედნიერი ოჯახი.“
ტრანსილვანიის კინოფესტივალი ყოველწლიურად რუმენითის ქალაქ კლუჟში იმართება და ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს. წინა წლის მონაცემებით ფესტივალმა 250-მდეფილმი მსოფლიოს 64 ქვეყნიდან აჩვენა, ფესტივალს კინოინდუსტრიის ათასზე მეტი სტუმარი და 250-მდე ჟურნალისტი ესტუმრა, ხოლო მთლიანობაში 80 000 კინობილეთი გაიყიდა.
სიახლე ევროპის კინოაკადემიიდან
სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI თხოვნით მიმართა, დაესახელებინა მას წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-ის აკადემიამ ამ ათეულში „ჩემი ბედნიერი ოჯახიც“ დაასახელა. ამ ათეულშივე მოხვდნენ წლევანდელი კანისა და ბერლინის კინოფესტივალის რჩეული და პრიზიორი ფილმები, როგორებიც არიანანდრეი ზვიაგინცევის „არსიყვარული“, რობინ კამპილოს „120 დარტყმა წუთში“, აკი კაურიზმეკის „იმედის სხვა მხარე“, ილდიკო ინედის „სხეულისა და სულისშესახებ“ და სხვა. ევროპის კინოაკადემიაპირველ ეტაპზე ნომინანტებს შეარჩევს, 9 დეკემბერს კი სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ფილმები ბერლინში, დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდებიან.