მიმდინარე წელს VYNO DIENOS უკვე მეცამეტედ, ტრადიციულადვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ღვინის მწარმოებელი 6 ქართული კომპანია, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინოს წარუდგენენ.
ღონისძიებისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში, ხათუნასალუქვაძემ
მსგავსი ღონისძიება 27 აპრილს უკვე გაიმართა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში. სამხრეთ აზიაში უმსხვილესი ღვინის გამოფენის Seoul International Wines&Spirits EXPO2017-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო.