
რჩეული ქართული ღვინოები, უამრავი სტუმარი და დიდი მხიარულება – ეს “ქართული ღვინის ფესტივალი 2017–ია”
ბოლო პერიოდში თბილისში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული ფესტივალები მომრავლდა. თუმცა იშვიათად შეხვდებით ისეთი დონის, ისეთ ლამაზ და ისეთ ხალხმრავალ ფესტივალს, როგორიც “ქართული ღვინის ფესტივალი 2017” აღმოჩნდა.
15 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე ღვინის ონლაინმაღაზიის allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით მოწყობილ ღონიძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი ღვინოები წარუდგინეს. გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. შარდენის ქუჩის მიახლოებისთანავე გამვლელების ყურადღებას სასიამოვნო ქართული მუსიკა იქცევდა და ფესტივალისკენ ეპატიჟებოდა. ქუჩის დასაწყისშივე დეგუსტაცია იწყებოდა. ხილითა და ყვავილებით მორთული ულამაზესი ქუჩის ორივე მხარეს ღვინის კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ერთმანეთს არა მხოლოდ ღვინის არომატებით, არამედ ლამაზი დახლებითაც ეჯიბრებოდნენ. თითოეულ კომპანიასთან გრძელი რიგია, დეგუსტაციის მსურველები მრავლად იყვნენ. ღვინის დაგემოვნების შემდეგ იქვე მდებარე გამცემ პუნქტებში ღვინის ყიდვაც შესაძლებელი იყო.
საშემოდგომო ხილით საოცრად მორთული ქუჩის დასაწყისშივე ულამაზესი მიმები იქცევდნენ ყურადღებას. სტუმრები მათთან სამსახსოვრო სურათებს იღებენ და ღვინის დეგუსტაციისკენ გზას აგრძელებდნენ. ღვინის კიდევ რამდენიმე დახლი და “ბიბლუსის” სტენდიც გამოჩნდა. აქ ყველაფერია, რაც ღვინოსა და მის ისტორიას, ასევე საქართველოს ისტორას შეეხება. აქვეა, ფესტივალის ორგანიზატორის allwine.ge-ს გაზეთი, სადაც ღვინის შესახებ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკვე სცენაა. სცენაზე ცეკვისა და ფოლკლორული ანსამბლები ერთმანეთს ცვლიდნენ. მათ შორის იყვნენ “ჰერიოს კვარტეტი” და “სამება”. სცენაზე დანთებული საოცარი მუხტი სტუმრებზეც გადმოვიდა და მუსიკალურმა ნომრებმაც ხალხში გადაინაცვლა. სცენის წინ სტუმრები ქართული მუსიკის ჰანგებზე აცეკვდნენ. ლაზური, აჭარული, სვანური ერთმანეთს ენაცვლებოდა და არ ჩერდებოდა ხალხიც.
სცენიდან ოდნავ მოშორებით სპეციალური დახლი იყო, სადაც ბრმა დეგუსტაცია მიმდინარეობდა კიდევ ერთი ახალი პოექტის “10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” ფარგლებში.
ღვინო ყველის, თაფლის, პურის გარეშე წრამოუდგენელია. ჰოდა, არც ფესტივალზე იყო ღვინო განუყრელი ატრიბუტების გარეშე. ბრმა დეგუსტაციის დახლის მოპირდაპირედ ქართული პურისა და ყველის, ოდნავ მოშორებით კი თაფლის დეგუტაცია და გაყიდვა ხდებოდა.
ფესტივალი სამახსოვრო საჩუქრების გარეშე არაფერია. სწორედ ამიტომ ორგანიზატორებს არც ეს საკითხი გამორჩათ უყურადღებოდ და იქვე იყო ქართული ხელნაკეთი ნივთების რამდენიმე დახლი, სადაც საჩუქრად თუ საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული ნივთის შეძენას შეძლებდით.
გამომცემლობა”პალიტრა L” კვლავ ღვინის შესახებ გამოცემული წიგნებით იქცევდა სტუმრების ყურადღებას. ქართულ და უცხურ ენებზე გამოცემული წიგნებით სტუმრები განსაკუთრებით ინტესდებოდნენ.
ქუჩის ბოლოში კი სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღება იყო შესაძლებელი. ფესტივალის სტუმრები დეგუსტაციის შემდეგ თამამად იღებდნენ ფოტოებს photo bus-ში და მხიარულად პოზიორობდნენ გიფერის აპარატის კამერასთან.
“ქართული ღვინის ფესიტივალის” ორგანიზატორებს არც პატარა სტუმრები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. დღის განმავლობაში პეროდულად გამოჩნდებოდნენ ხოლმე მულტფილმის გმირები, რომლებიც ბავშვებისთვის განსაკუთრებული განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ.